19 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
"ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ჩვენ ყველგან ვლიდერობთ" - მიხეილ სააკაშვილი

"ჩვენ უნდა მივიდეთ არჩვენებზე!“ - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. მიხეილ სააკაშვილმა შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა და ამომრჩეველს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, ხვალ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საბოლოო გამარჯვებამდე ძალიან ცოტა რჩება. საქართველოს მესამე პრეზიდენტი შუალედურ არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატების გამარჯვებაში დარწმუნებულია. სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მთავარი სამიზნე ზუგდიდია, სადაც ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 

„ივანიშვილის ამოცანაა, მაქსიმალური რაოდენობის ხალხი გაუშვას ქვეყნიდან, რათა არჩევნებში არ მიიღოს ხალხმა მონაწილეობა, ხოლო ვინც რჩება ქვეყანაში, იმათ ეუბნებიან, არჩევნებში ნუ მოხვალთ. წინა არჩევნების დროს ეუბნებოდნენ, მოდით და ფულს მოგცემთ. მაგრამ ბევრი მივიდა, ფული აიღო და ხმა არ მისცა. ახლა ეუბნება, ფულს მოგცემ იმაში, რომ არჩევნებზე არ მოხვიდეთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე. ჩვენ ყველგან ვლიდერობთ, მაგრამ ვინაიდან ივანიშვილის მთელი ძალები არის სამეგრელოზე, აუცილებლად ზუგდიდში ვათანძარა, ოჩოკოჩი, მეგრელებმა იციან, რას ნიშნავს ეს სიტყვა, ე.ი. ივანიშვილი, აუცილებლად დამარცხდება.

"მათ ჰყავთ კანდიდატი სამეგრელოში, რომელსაც 500 ათასი ლარი აქვს აღებული და მერობით აპირებს ამ ვალის გასტუმრებას. წინა მერი დაიჭირეს კორუფციაზე იმიტომ, რომ ჩანაწერები დადო, ისაც ფულს სძალავდა იმან. ია კერზაია მოკლა საპრეზიდენტო არჩევნებზე, უწესიერესი და უმაგრესი სკოლის დირექტორი. ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, ივანიშვილს ზუგდიდი წაგებული აქვს. სანდრა, ყველა გამოკითხვით, დამაჯერებლად ლიდერობს,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ოპოზიციის მომხრეებს მოუწოდებს, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე, არ აყვნენ ხელისუფლების შანტაჟს და პროვოკაციას და დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი.   

"ახლა მთავარია, იმ პირობებში, როდესაც ძალიან ბევრი დამკვირვებელი გვეყოლება, ხალხი მივიდეს წყნარად ექსცესების გარეშე არჩევნებზე და ხმა მისცეს საქართველოს ამ კრიზისიდან ამ უბედურებიდან გამოყვანას,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები