გაერთიანებული ოპოზიცია - „ძალა ერთობაშია"-ს ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. ისინი ზუგდიდელებს სანდრა რულოვსის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
ახალგაზრდები ზუგდიდის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბთან შეიკრიბნენ და ქალაქის ქუჩებში მანქანებით მსვლელობა მოაწყეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხვალინდელ არჩევნებზე მოსახლეობის აქტიურობა გადამწყვეტი იქნება.
ახალგაზრდები დარწმუნებულები არიან, რომ სანდრა რულოვსი ღირსეული მერი იქნება, რომელიც ზუგდიდს წარმატებულ, ევროპულ ქალაქად აქცევს.
„დარწმუნებულები ვართ, რომ 19 მაისს ზუგდიდიდან დაიწყება გამარჯვება. ზუსტად ამ ახალგაზრდებისთვის, ამ ბრწყინვალე ადამიანებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ზუგდიდელებმა აირჩიონ სანდრა რულოვსი, რადგან ამ ქალაქში მოხდეს განვითარება, იყოს წინსვლა,“ - განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ბესო შენგელიამ.