19 ნოემბერი 2024,   05:23
ვრცლად
შავგულიძის პროფესიული ღირებულებები არის სიმართლე და ღირსება, სწორედ ეს ვერ აპატია ივანიშვილმა და მისმა მორჩილმა ხელისუფლებამ - გოგუაძე

ბლოკი „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” წევრები და მაჟორიტარი კანდიდატი მთაწმინდის ოლქში მხარდამჭერებთან შემაჯამებელ შეხვედრას მართავენ.

შალვა შავგულიძე და ბლოკის წარმომადგენლები ამომრჩეველს ალექსანდრეს ბაღში ხვდებიან.

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ელენე ხოშტარიამ მოსახლეობას მიმართა და ხვალ საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

ხოშტარიას თქმით, ხელისუფლება მშვიდობიანი გზით უნდა შეიცვალოს. ხოშტარია ამბობს, რომ ცვლილებები ხვალიდან უნდა დაიწყოს და მოსახლეობამ შალვა თადუმაძის სასარგებლოდ უნდა გააკეთოს არჩევანი.

Related image

„ხშირად გვაქვს სიტუაცია, როდესაც გვაქვს არჩევანი ცუდსა და უარეს შორის და უნდა გავაკეთოთ ხოლმე ეს არჩევანი, მაგრამ დღეს, შალვა შავგულიძე, ნინო გოგუაძე და ეს გუნდი გვაძლევს საშუალებას, რომ ძალიან კარგს და ძალიან ცუდს შორის ავირჩიოთ და რა თქმა უნდა, 19-ში ზუსტად ამას იტყვიან მთაწმინდელები და მთელ საქართველოში ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი მივა და უარს იტყვი ბიძინა ივანიშვილის უკანონობას,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

საქართველოში რომ სახელმწიფო ინსტიტუტები დასუსტებულია, ამაზე გაამახვილა ყურადღება ნინო გოგუაძემ. მისი თქმით, კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია და სასამართლომ მათი უფლებები უნდა დაიცვას.

„ჩვენ არა და არ გვეღირსა დამოუკიდებელი სასამართლო, მაგრამ არასოდეს არ ყოფილა სასამართლო ისეთი საფრთხის ქვეშ როგორც დღეს არის, რადგან ერთმა ადამიანმა უვადოდ გადაწყვიტა უსამართლობის დაკანონება საქართველოში. ეს მას არ გამოუვა არაფრით, იმიტომ რომ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ვერავინ და ვერაფერი ისე ვერ დაიცავს ადამიანს, როგორც დამოუკიდებელი საქართველო და არავინ და არაფერი ისე არ დაჩაგრავს ადამიანს, ისე არ დათრგუნავს თავისუფლებას, როგორც უსამართლო სასამართლო, როგორც კლანის ხელში ჩავარდნილი სასამართლო, როგორც ერთი კაცის ნებას დამორჩილებული სასამართლო. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ სასამართლო დღეს, რომ ის ხვალ სამართალს და სამართლიანობას ემსახუროს,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

გოგუაძის თქმით, ივანიშვილი შალვა თადუმაძეს პრინციპულობის გამო დაუპირისპირდა.

"ის ყოველთვის იქ იყო, სადაც მას სინდისი კარნახობდა, ის იბრძოდა ომშიც, იბრძოდა სასამართლოშიც, იბრძოდა პოლიტიკაშიც. მთავარი მისი პროფესიული ღირებულებები არის სიმართლე და ღირსება და სწორედ ეს ვერ აპატია ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მორჩილმა ხელისუფლებამ და ამ ადამიანს ბიოგრაფიის წართმევა, საზოგადოებასთან ასე გადაჯაჭვული ისტორიის შეცვლა მოუნდომა, მაგრამ მას არაფერი არ გამოუვა," - განაცხადა გოგუაძემ.

 

დღის ამბები