19 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
ონკოლოგიური პაციენტით მანიპულირება - კახათში ადასტურებენ, რომ "ოცნების" კოორდინატორებმა პირადობის მოწმობები ჩამოართვეს

„კურიერის“ კიდევ ერთი ექსკლუზიური მასალა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან - „რუსთავი 2"-ის გადამღებმა ჯგუფმა კახათში იმ ადგილობრივებთან გასაუბრება შეძლო, რომლებიც ადასტურებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მათ პირადობის მოწმობები და შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის უფლება წაართვა.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები ადგილობრივებს უმძიმესი ავადმყოფის შესახებ ესაუბრებიან. ისინი მოსახლეობას ეუბნებიან, რომ თუ უნდათ, რომ ონკოლოგიური პაციენტი გადარჩეს და იცოცხლოს, ამისთვის პირადობის მოწმობები კოორდინატორს უნდა ჩააბარონ და არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ. ამ მიზეზის გამო, ადგილობრივებს პირადობის გადაცემაზე უარის თქმა უჭირთ.

მოსახლეობის განცხადებით, სოფელში მცხოვრებლების, თითქმის, ნახევარს "ქართული ოცნების" კოორდინატორმა პირადობის მოწმობები და პასპორტები უკვე ჩამოართვეს. 

„ყველა ჩვენ „ნაციონალების“ მომხრეები ვიყავით, მაგრამ მეზობელია, ავადმყოფია, კვდება, ასეთი მდგომარეობა აქვს და რა ვქნათ. უპასპორტოდ როგორ წავიდე. მეზობელს როგორ ვუღალატო, თორემ ჩვენ ამის მომხრეები არ ვიყავით,“ - განაცხადა ადგილობრივმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები