19 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
3 ლიტრი ზეთი, 1 კილოგრამი ბრინჯი და კანფეტი - "ოცნებამ" მარნეულში სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მოსყიდვა სცადა

3 ლიტრი ზეთი, 1 კილოგრამი ბრინჯი და კანფეტი - ამ მცირე ნობათით "ქართლმა ოცნებამ” მარნეულში სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მოსყიდვა სცადა.

უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს, ხმების სანაცვლოდ, ჯამში, 10 ლარის ღირებულების პროდუქტი „ქართული ოცნების“ მარნეულის კანდიდატის ზაურ დარგალის მეუღლემ, რენა ნურმამედოვა მიუტანა.

„ქართული ოცნების“ კანდიდატის მეუღლე სოფელ სადახლოში 12 მაისს ჩავიდა. სოფლის ცენტრში მდებარე კულტურის სახლში ადგილობრივ ქალებს შეხვდა.

შეხვედრის დეტალებზე სადახლოში ღიად საუბრის ადამიანების ნაწილს ეშინია. ნაწილი კი „ოცნების“ კანდიდატის მეუღლის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის პირდაპირი თვითმხილველია.

ის, რაც ადგილობრივებმა საკუთარი თავლით ნახეს, უარყოფს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი. ცდილობს თუ არა კარტოფილის შემდეგ ამომრჩევლების მოსყიდვას ამჯერად ზეთით? - „კურიერის“ ამ კითხვას ზაურ დარგალი გაექცა.

ოპოზიცია ხელისუფლების გადაწყვეტილებას ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებთან დაკავშირებით ცინიზმად და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დაცინვად აფასებს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ქართული ოცნება“ სოციალურად დაუცველი ადამინების საარჩევნო ხმების მოსყიდვას სურათით ცდილობს.

საპრეზიდენტო არჩევნების წინ ხელისუფლებამ ადგილობრივებს ხახვი და კარტოფილი დაურიგა.

 

ავტორი: ჯეიხუნ ნარზალოვი

დღის ამბები