19 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ოჯახები - ადამიანები, რომელთა ცხოვრება 2012 წლის შემდეგ გაუარესდა, გაუსაძლის მდგომარეობაზე ჰყვებიან 

უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ოჯახები საქართველოდან - „კურიერთან“ სიღატაკეში მცხოვრებმა მოქალაქეებმა ისაუბრეს, როგორ გაუარესდა მათი ყოველდღიური მდგომარეობა 2012 წლის შემდეგ.

50 წლამდე მამაკაცმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში თავის დაწვა იმის გამო სცადა, რომ ბანკიდან აღებული სესხი ვერ გადაიხადა. ალექსანდრე ქართველიშვილს მაღაზია, რომელიც მისი ოჯახური ბიზნესი იყო, ჩამოართვეს და შემოსავლის ერთადერთი წყაროც დაკარგა.

ბათუმში გორგილაძის და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაზე მერაბ დევაძე მოწყალებას ითხოვს. უკვე სამი წელია, ის კეთილის ადამიანების იმედზეა. 2016 წლამდე მერაბ დევაძეს საკუთარი სამარშრუტო მიკროავტობუსი ჰყავდა, მუშაობდა და შემოსვლით ოჯახს არჩენდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ კი მკურნალობის მიზნით ბინა ბანკში ჩადო, სესხი ვერ გადაიხადა და გამოასახლეს.

მწნილი და მაწონი - ასეთია საუზმე, სადილი და ვახშამიც თელავში წიქარიძეების ოჯახში, სადაც ოთხი არასრულწლოვანი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. დღეს უფასო სასადილოდან მოტანილი მცენარეული ცხიმი აქვს, პური კი - არა. ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს, არჩევნების წინ დაპირდნენ, რომ აღუდგენდნენ, თუმცა მოატყუეს.

მეგი დვალიშვილისთვის ცხოვრება დრამატულად 2012 წლის შემდეგ შეიცვალა. სამუშაო დღე საჯარო სამსახურის ნაცვლად რამდენიმე წელია, სასაფლაოზე იწყება. წლების განმავლობაში ის მერიაში მუშაობდა. ამბობს, რომ უკანონოდ გაათავისუფლეს და ახლა თავს საფლავების დალაგებით ირჩენს.

ზუგდიდში, სოფელ რუხში უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ოჯახი ცხოვრობს, რომელთა სამი წევრი მძიმე სენითაა დაავადებული, აქედან 7 წლის მცირეწლოვანი ბავშვია, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, თუმცა ბებიას უფულობის გამო, ექიმთან კონსულტაციაზეც კი ვერ მიჰყავს. მზია მაღრაკელიძეს წლების წინ სამუშაო ჰქონდა, თუმცა ახლა როდესაც ყველა ობიექტი იხურება, უმუშევარი დარჩა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთის მცხოვრები, ოთარ ქარცივაძე მიიჩნევს, რომ ფაროსანამ და ხელისუფლების უმოქმედობამ ის და მისი ოჯახი მიწასთან გაასწორა. ამბობს, რომ ძლიერი ოჯახი ჰქონდა, ახლა კი უბრალოდ შიმშილს ებრძვის.

ცხოვრება გაუსაძლისია შახმატოვების ოჯახისთვისაც. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში მცხოვრები ოჯახის ერთადერთი მარჩენალი წევრი სამსახურიდან საპრეზიდენტო არჩევნების წინ ოპოზიციასთან კავშირის გამო გაუშვეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები