19 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
შუალედური და რიგგარეშე არჩევნები თბილისსა და რეგიონებში - საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი დაიწყო

ქვეყნის მასშტაბით არსებულ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი დაიწყო. პარლამენტის შუალედური არჩევნები თბილისის პირველ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ტარდება. გარდა ამისა, მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება ხუთ მუნიციპალიტეტში, ესენია: მარნეული, ზესტაფონი, ჭიათურა, ზუგდიდი და ხულო. საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში კი საკრებულოების შუალედური არჩევნებია.

მერების არჩევა საარჩევნო ბარიერის პირობებში ხდება და გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში კი, მისი გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია.

სულ გახსნილია 410-ი საარჩევნო უბანი, სადაც სადაც ჯამში რეგისტრირებულია 400 ათასზე მეტი ამომრჩეველი. კენჭისყრის პროცესი საღამოს 8-ზე დასრულდება. 

მარნეულში მერობის 15 კანდიდატია რეგისტრირებული: “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - ელენე გაბინაშვილი; “ევროპული საქართველო ‐ მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - აკმამედ იმამკულიევი; “ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” - ბექა სვანიძე; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” - აგილ მუსტაფაევი; “თავისუფალი საქართველო” - ნინო ჯურხაძე; “საქართველო” - ლეილა ხარაიშვილი; “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” - ირენა სტურუა; “ახალი ქრისტიან‐დემოკრატები” - ლისა სიხარულიძე; “პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” - ნინიკო ჩხეტია; “თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” - მალხაზ გორგასლიძე; “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” - ელისო ქართველიშვილი; “ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)” - ჯანო ჟვანია; “ქრისტიან‐კონსერვატორები” - ილია პატარაია; “ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” - ზაურ დარგალი; საინიციატივო ჯგუფი - ალი ბადიროვი.

ზესტაფონში მერობის 16 კანდიდატია დარეგისტრირებული: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - დავითი თხელიძე; “ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” - კახაბერ კიკნაველიძე; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” - ბაქარ ხიჯაკაძე; “დავით თარხან‐მოურავი, ირმა ინაშვილი ‐ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” - ანზორ ნებიერიძე; “თავისუფალი საქართველო” - გიორგი წულაია; “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” - ზვიად ბოლოკაძე; “ახალი ქრისტიან‐დემოკრატები” - გელა სულაქველიძე; “მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის” - ინგა კელენჯერიძე; “პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” - კახაბერი მაჩიტიძე; “თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” - მანუჩარ სართანია; “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” - ნინა გოცაძე; “ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)” - პაატა ბაკურაძე; “ქრისტიან‐კონსერვატორები” - რევაზ სხულუხია; “ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” - გიორგი გოგლიჩიძე; საინიციატივო ჯგუფი - ვახტანგი რობაქიძე; საინიციატივო ჯგუფი - კახაბერ ზარნაძე.

ჭიათურის მერობა შემდეგ 13 კანდიდატს სურს: “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - ირაკლი დემეტრაძე; “ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” - თეიმურაზ სამხარაძე; “თავისუფალი საქართველო” - ტატო ურუშაძე; “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” - გიორგი ხაჭაპურიძე; “ახალი ქრისტიან‐დემოკრატები” - მზია სამხარაძე; “პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” - ანდრო მაღლაკელიძე; “თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” - ზიტა ადამია; “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” - ირინა ცერცვაძე; “ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)” - ალექსანდრე კეზევაძე; “ქრისტიან‐კონსერვატორები” - მანანა გოგიჩაძე; “ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” - გივი მოდებაძე; საინიციატივო ჯგუფი - ზურაბ კუპატაძე; საინიციატივო ჯგუფი - დავით ჭუმბურიძე.

ზუგდიდის მერობისთვის 16 კანდიდატი იბრძვის: “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - მამუკა გერმანიშვილი; “ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” - გოგიტა ბიგვავა; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” სანდრა ელისაბედ რულოვსი; “დავით თარხან‐მოურავი, ირმა ინაშვილი ‐ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” - შავლეგი თოდუა; “თავისუფალი საქართველო” - სოფიო კანდელაკი; “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” - ლიკა ბუკია; “ახალი ქრისტიან‐დემოკრატები” - დათა გაბეჩავა; “პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” - ალექსი ნონიაძე; “თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” - პაატა პირტახია; “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” - მალხაზ ლეჟავა; “ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)” - გიორგი ჩიაშვილი; “ქრისტიან‐კონსერვატორები” - ნანი ხუციძე; “ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” - გიორგი შენგელია; საინიციატივო ჯგუფი - დომენტი სიჭინავა; საინიციატივო ჯგუფი - თენგიზ ჯგუშია; საინიციატივო ჯგუფი - დავით თორდია.

ხულოში მერობის 14 კანდიდატი დარეგისტრირდა: “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - ვახტანგ ბერიძე; “ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” - იოსებ თავართქილაძე; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” - ირაკლი ჯორბენაძე; “თავისუფალი საქართველო” - საბა ბობოხია; “საქართველო” - ზურაბი ჯორბენაძე; “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” - ზურაბ ცინცაძე; “მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის” - ზურაბ ხიმშიაშვილი; “პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” - მამუკა ქობულაძე; “თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” - გია გაბეშია; “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” - ირაკლი ტუნაძე; “ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)” - ნუგზარ ფუტკარაძე; “ქრისტიან‐კონსერვატორები” - ზაურ კომახიძე; “ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” - ვახტანგ ბერიძე; საინიციატივო ჯგუფი - როლანდ აბულაძე.

მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის დეპუტატობის 20 კანდიდატი იბრძვის - მათგან ექვსი საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად პარლამენტის წევრობის ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც არჩევნებში მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს. (წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება. მეორე ტურის გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია.) მთავარი ბრძოლა “ევროპული საქართველო ‐ თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატ შალვა შავგულიძესა და მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ ლადო კახაძეს შორის გაიმართება. 

დღის ამბები