19 ნოემბერი 2024,   07:46
ვრცლად
დააკავეს ჩვენი აქტივისტები, რომლებიც ცდილობდნენ გაყალბების და ზეწოლის ფაქტების აღკვეთას - ლევან ბეჟაშვილი

„დააკავეს ჩვენი აქტივისტები, რომლებიც ცდილობდნენ გაყალბების და ზეწოლის ფაქტების აღკვეთას, ნომერ პირველ საარჩევნო უბანზე, გაბელაია და რუსუდან მჭედლიძე,“ - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა.

ბეჟაშვილის თქმით, აღნიშნული პირები ცდილობდნენ გაყალბების ფაქტების აღმოფხვრას, თუმცა, ისინი დააკავეს. ბეჟაშვილმა 15:00 საათისთვის საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია ბრიფინგზე წარადგინა.

„ამ ადამიანებმა აღკვეთეს "ქართული ოცნების" კოორდინატორების მხრიდან ამომრჩეველთა სამაგიდო სიების გამოყენების ფაქტი, რომელსაც იყენებენ სწორედ ზეწოლებისთვის და შანტაჟისთვის და მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მისაღებად იყენებენ,“ - განაცხადა ბეჟაშვილმა.

დღის ამბები