19 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნიდან თინათინ ბოკუჩავა პოლიციის ძალით გააძევეს

ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნიდან დეპუტატი თინათინ ბოკუჩავა პოლიციის ძალით გააძევეს. მას თან არ ჰქონდა პირადობის მოწმობა და ჰქონდა მართვის მოწმობა.

ოპოზიცის წევრი აპირებდა, რომ დაერეკა ცესკო-ში და განემარტა, რომ ეს კანონდარღვევა არ იყო, თუმცა მას ამის გაკეთების საშუალება არ მისცეს. თინა ბოკუჩავამ "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში სამართალდამცველების მხრიდან ძალადობაზე ისაუბრა. 

მიის თქმით, საარჩევნო უბანთან  კრიმინალური პოლიცია იყო მობილიზებული, ახლა კი იქ პატრულის თანამშრომლები განლაგდნენ. 

„ის ადამიანი დაიმალა, რამდენიმე წუთის წინ აქ იმყოფებოდა. დიდი გაბარიტის მქონე პოლიციელი, რომელიც იყო უფორმ და ყველაზე მეტად ის ძალადობდა ჩემზე. თუმცა ერთი ადამიანი არ იყო, დაახლოებით, 10 პოლიციელი მომვარდა, მათ შორის იყო ზუგდიდის კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი ირაკლი ფაცაცია, რომლებმაც ჯიკაობით ძლის გამოყნებით ბრუტალურად გამომათრიეს უბნიდან, მაშინ, როდესაც ვცდილობდი კომისიის წევრები კანონში გამერკვია. თუკი მართვის მოწმობის გამოყენება არ იყო აქ პრობლემა, მაშინ რატომ არ იყო მართვის მოწმობის გამოყენება არაერთ უბანზე.

"ეს არის სასაცილო, აბსურდული არგუმენტი, უბრალოდ თვითნებურად გადაწყვიტეს, რომ ამ  უბანზე არ უნდა ვყოფილიყავი. მე-9 უბანი არის ის უბანი, სადაც მოხდა დაპირისპირება, სადაც ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა. ჩემმა გამოჩენამ გამოიწვია პანიკა საუბნო კომისიის ხელმძღვანელობაში, გადაწყვიტეს, დაერეკათ პოლიციელებისთვის, პოლიციელები არ გაერკვნენ, რა ხდებოდა, მეცნენ. ვთხოვდი, თუ შეიძლება დავრეკოთ ცესკო-ს თავმჯდომარესთან, მე ვარ ცესკო-ში ენმ--ის წარმომადგენელი და გაიარეთ მათთან კონსულტაცია, იქნებ თქვენ მაინც გაერკვეთ კანონში, მაგრამ ეს არ ისურვეს, ბრუტალურად მეცნენ და გამოათრიეს. პოლიციელები გამოცვალეს ახლა. აქ იდგა კრიმინალური პოლიცია, ახლა ჩააყენეს პატრული" - აღნიშნა ბოკუჩავამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები