ზუგდიდის მე-8 საარჩევნო უბანთან სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული. ვიდეომასალა „რუსთავი 2"-მა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
ადგილზე განთავსებულია ავტომობილები, ავტობუსები, სადაც იმყოფებიან სპეცდანიშნულების წარმომადგენლები.
საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა. დაიხურა საარჩევნო უბნები. ამომრჩევლებს პარლამენტის და საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, ასევე მერის რიგგარეშე არჩევნებში ხმის მიცემის საშუალება უკვე აღარ აქვთ.