19 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
საქმე არ გვქონდა არჩევნებთან, საქმე გვქონდა სპეცოპერაციასთან, რომელსაც შს მინისტრი ხელმძღვანელობდა - ხაბეიშვილი

საქმე არ გვქონდა არჩევნებთან, საქმე გვქონდა სპეცოპერაციასთან, რომელსაც მათ შორის შს მინისტრი ხელმძღვანელობდა - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი.

ხაბეიშვილი ამბობს, რომ ზუგდიდში, მთელი დღის განმავლობაში ყველა ხედავდა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს. მისი თქმით, ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი გია დანელია, რომელიც ადამიანების გატაცების, დაშინების და მოსყიდვის შესახებ ღიად საუბრობდა დღეს საარჩევნო უბანზე ისე გადაადგილდებოდა, თითქოს დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი. 

ხაბეიშვილის თქმით, ხელისუფლება ზუგდიდში დიდ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებდა და ამის დასტური იყო კოკში ჩასული დავით ნარმანია და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი. ხაბეიშვილის განცხადებით, ხელისუფლების სპეცოპერაციის მიუხედავად არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ლიდერებს. 

„მიუხედავად ზეწოლისა, ფაქტია, რომ არჩევნებს ზუგდიდში იგებს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი სანდრა რულოვსი და ამაზე მეტყველებს „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების პანიკური შეტევები საარჩევნო უბნებზე. საქმე არ გვქონდა არჩევნებთან, საქმე გვქონდა დაგეგმილ სპეცოპერაციასთან, რომელსაც მათ შორის ხელმძღვანელობდა შს მინისტრის.

ასევე ადმინისტრაციული რესურსი, კოკი ახსენეთ, დავით ნარმანიადან დაწყებული რომელსაც 15 000 ლარს ხელფასს უხდიან და ბიუჯეტის ხარჯზე ცხოვრობს, როცა ამ ადამიანზე სისხლის სამართლის საქმეები უნდა იყოს აღძრული, იმიტომ რომ გაძარცვა თბილისი, ძვირადღირებული ავტომობილით გადაადგილდებოდა და ალბათ ფულიც ჰქონდა ჩამოტანილი და ცდილობდა ამომრჩევლის მოსყიდვას, ასევე გიორგი ბაგრატიონი ,რომელიც არის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი და გადაადგილდებოდა კოკში, ეს ხალხი აქ ტურისტებად კი არ ჩამოვიდნენ. ჩვეულებრივი სპეცოპერაცია იყო და ვნახეთ, როგორ გადასცემდნენ ფულს ხელიდან ხელში, არჩილ თალაკვაძემ საბოლოო ჯამში გვითხრა, რომ ვიღაცა ვიღაცას სიგარეტის ფულს აძლევდნენ. რაღაც ნოუ ჰაუ მოიფიქრეს, მთელი დღე სიგარეტის კოლოფში ჩადებულ ფულს გადასცემდნენ ამომრჩევლებს,"-განაცხადა ხაბეიშვილმა. 

დღის ამბები