19 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
„კატა ვერ მიწვდა ძეხვსაო..."- ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ ხურჩაში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა

„კატა ვერ მიწვდა ძეხვსაო, პარასკევია დღესაო“- ამ ანდაზით პასუხობს საკრებულოს დეპუტატს ლევან ხაბეიშვილს „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა. ზარქუა უარყოფს, რომ ხელისუფლებამ ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა, ის მადლობას უხდის ამომრჩეველს და ამბობს, რომ იცის რამდენიმე უბნის არჩევნების შედეგები.

„პირველი მერცხალი შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ 52-ე უბანზე საკმაოდ დიდი უპირატესობით, ხურჩაშია ეს უბანი. ეს ის სოფელია, სადაც ტერაქტს უწყოდნენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას,“-თქვა ზარქუამ.

რაზეც მას ლევან ხაბეიშვილმა უპასუხა, რომ ამ უბანზე მათ ქურდები და კრიმინალები მიიყვანეს.

„ეს ის უბანია, სადაც ქურდები და კრიმინალების მობილიზება გააკეთეთ, მაყურებელი ნუ შეგყავთ შეცდომაში. პირდაპირ „ქართული ოცნების“ დეპუტატი საუბრობდა, რომ გალიდან ქურდები უნდა გადმოეყვანათ,“-უთხრა ხაბეიშვილმა მას.

ზარქუა ამბობს, რომ მათი პირველადი მონაცემებით გეგა შენგელია დამაჯერებლად იგებს. ის საქართველოს მესამე პრეზიდენტსაც მიმართავს.

„სააკაშვილი არ გამოგივა ტყუილად მოძღვრავ იქიდან, შენი დრო წასულია, გაქრები, როგორც შარშანდელი თოვლი,“-ამბობს შენგელია.

დღის ამბები