„ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ზურაბ მელიქიშვილი მარნეულში არჩევნების უპრეცენდენტო გაყალბებაზე საუბრობს.
მელიქიშვილი ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხმების გაყალბების ყველა არსებული ხერხი გამოიყენა.
„ქართულმა ოცნებამ“ არც ამჯერად უღალატა თავის გეგმას და გამოიყენა ყველა ის მეთოდი, რაც გაყალბების ისტორიაში არსებობს, დაწყებული ბიულეტინის ჩაგდებით, გამოტანით უბნიდან, ასევე კარუსელების ჩატარებით, ყველაფერი გააკეთა, რომ მიაღწიონ სასურველ შედეგს,თუმცა მთელმა საზოგადოებამ დაინახა, როგორ არ უჭერს მას ხალხი,“-ამბობს „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ზურაბ მელიქიშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი სესიაშვილი კი აცხადებს, რომ მარნეულში არჩევნები მშვიდ და თავისუფალ ვითარებაში ჩატარდა. აქტივობა კი ძალიან მაღალი იყო. სესიაშვილი ამბობს, რომ ოპონენტებმა დარღვევები ვერ აღმოაჩინეს.
„მათ გამიზნული ჰქონდათ, რომ როგორმე დარღვევები აღმოეჩინათ, მაგრამ კომისიების სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ ადმინისტრაციებმა ძალიან კარგად იმუშავეს და პირველ რიგში ამომრჩეველმა დაინახა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი,“-განაცხადა სესიაშვილმა.