„არაფრით მეორე ტური არ გვინდა. ჩვენ პირველი ტური გვაქვს მოგებული, იცოდეთ,“ - ეს განცხადება სანდრა რულოვსმა განმუხურში გააკეთა.
განმუხურში სანდრა რულოვსი ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მივიდა, სადაც საკმაოდ დაძაბული საუბარი შედგა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს და მის ოპონენტებს შორის.
სანდრა რულოვსის თქმით, „ქართული ოცნების“ განცხადება, რომ ზუგდიდში მეორე ტური შედგება, სიმართლეს არ შეესაბამება.
რულოვსი დარწმუნებულია, რომ ზუგდიდში არჩევნები პირველივე ტურში დასრულდება და სწორედ ის გახდება ქალაქის მერი.
„მე უკვე მომდის უბნებიდან ძალიან კარგი ციფრები, ისინი არიან შეშინებულები, ჯერ აცხადებენ ხურჩას და რაღაცები, სადაც აქვთ ოდნავ უკეთესი სიტუაცია, მაგრამ ძირითადად ჩვენ ვართ ყველგან წინ. ამიტომ, ისინი აცხადებენ, რომ ალბათ, მეორე ტურია, არაფრით მეორე ტური არ დაგვჭირდება, ჩვენ პირველივე ტურში დავდებთ შედეგს,“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა.