"არჩილ თალაკვაძე ჩემთან მუშაობდა 2013 წლამდე. იმ იმედით არის აქ, რომ მერე ივანიშვილმა ან პრემიები გადაურიცხოს ან ტაში დაუკრას და პრემიერი გახადოს," - ეს განცხადება, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა გააკეთა.
სანდრა რულოვსი არჩილ თალაკვაძის და მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებიც ამბობენ, რომ ზუგდიდში სავარაუდოდ მეორე ტური ჩატარდება.
"ის სულ, რომ ლაპარაკობს წინა მთავრობა როგორი ცუდი იყო, ამის ნაწილი იყო თავიდან ბოლომდე და ის იყო ჩემი ასისტენტი. ჟენევაში, რომ დავდიოდი კონფერენციაზე გრანტებს, რომ ვპოულობდი საქართველოსთვის, ის იყო ჩემი ასისტენტი... სირცხვილია უბრალოდ, აქ რომ ცდილობს ჩემს წინაღმდეგ ასეთი ბოროტების ჩადენას, უბრალოდ სირცხვილია მისგან. ის მიცნობს პირადად, ამდენი წელია ერთად ვთანამშრომლობთ. რამდენი სარეკომენდაციო წერილი მივწერე ამ ბიჭისთვის, რამდენი არ გამიკეთებია, ხოდა ახლა ჩემს წინააღმდეგ წავიდა.
„მე დღეს შევიკავე თავი. აქ იყო, მეც აქ ვიყავი ანაკლიაში, დავინახე ეზოში, შევიკავე თავი იმიტომ, რომ მშვიდად იდგა. ახლა, რას მაიმუნობს იქ, შიგნით და რას მავნებლობს, ეგ მე ძალიან კარგად ვიცი და ამას არ ვაპატიებ, არანაირად არ ვაპატიებ, იმან მაინც უნდა იცოდეს, მე ვინ ვარ და რა დგას ჩემს უკან.
„ის უყურებს ახლა, ბიძინა როგორ ტაშს დაუკრავს, მე ველოდები ხალხის გამარჯვებას. მე მამოძრავებს ხალხი, რომელსაც აქვს ცრემლები თვალში, როცა მაცილებენ, რომ აი, თქვენი იმედი გვაქვს, ბოლო იმედი თქვენ ხართ. ის იმ იმედით არის აქ, რომ მერე ივანიშვილმა ან პრემიები გადაურიცხოს ან ტაში დაუკრას და პრემიერი გახადოს,“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა.