19 ნოემბერი 2024,   06:23
ვრცლად
ზუგდიდის მეცხრე საარჩევნო უბანზე, საია-ს ხმის დათვლის პროცესზე დაკვირვების უფლება არ მისცეს 

ზუგდიდის მეცხრე საარჩევნო უბანზე, საია-ს ხმის დათვლის პროცესზე დაკვირვების უფლება არ მისცეს. სულხან სალაძის განმარტებით, საკითხის მოსაგვარებლად ყველა საშუალება გამოიყენეს, თუმცა უშედეგოდ.

"ახალგაზრდა იურისტები" მომხდარს საარჩევნო კანონმდებლობის უხეშ დარღვევად აფასებენ. შესაბამისი საჩივარი უკვე დაწერილია.  

„ჩვენს დამკვირვებელს უბრალოდ არ აძლევდნენ საშუალებას, რომ მეცხრე უბანზე შესულიყო და პრაქტიკულად, ყველა ინსტანცია მოვიარეთ, ზოგან სატელეფონო კომუნიკაციით, ზოგან პირადი კავშირებით, რომ დამკვირვებელი შესულიყო, არადა უმარტივესი ამბავია, რომ დამკვირვებელს ნებისმიერ დროს შეუძლია უბანზე შევიდეს. კომისიამ საერთოდ არც კი ინება, რომ მოესმინა და ბოლოს, ცხადია საჩივარი დავწერეთ ამ თემაზე და მოვითხოვეთ დისციპლინური პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული წესით,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

დღის ამბები