19 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
"ყველა ის გუნდი, სადაც ხდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შეუთანხმებლად, არის განწირული მარცხისთვის" - ნიკა მელია

ყველა ის გუნდი, სადაც ხდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შეუთანხმებლად, არის განწირული მარცხისთვის - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოს თავმჯდომარემ გააკეთა.

ნიკა მელია ფიქრობს, რომ მთავარია გეგმა, რომელიც პარტიამ უნდა შეიმუშავოს. ყველა გადაწყვეტილება ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე უნდა დაამტკიცოს გუნდმა და არა ერთმა პიროვნებამ.

ნიკა მელიას თქმით, ემოციური განცხადებების გაკეთება, რომლის პოლიტიკური შედეგიც გაუაზრებელია, არ შეიძლება.

„ეს არ ნიშნავს, რომ აქცია არ უნდა დაიწყოს, ეს არ ნიშნავს, რომ ძალადობა არ უნდა დაიგმოს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა შენელდეს ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ, დანაშაულებრივი რეჟიმის ხელმძღვანელის წინააღმდეგ. ეს ამას არ ნიშნავს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მნიშვნელოვან განცხადება ჯერ გახდეს გუნდის შიგნით მსჯელობის საგანი, ეს არის  მნიშვნელოვანი და წარმატების ერთ-ერთი საწინდარი, ჩემი აზრით და ამის შემდეგ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. არაფერი აქ რაღაცა სკანდალის შემცველი ნამდვილად არ არის. ყველა ის გუნდი, სადაც ხდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შეუთანხმებლად, არის განწირული მარცხისთვის და ჩვენ, საჩუქარი გამარგინალებულ, გაბანკროტებულ ბიძინა ივანიშვილს არ უნდა გავუკეთოთ,“ - აცხადებს ნიკა მელია.

დღის ამბები