19 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
„ევროპულ საქართველოში“ მეორე ტურში შალვა შავგულიძის გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან

„ევროპულ საქართველოში“ მეორე ტურში შალვა შავგულიძის გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან. მათი თქმით, მიუხედავად დაბალი აქტიურობისა, შალვა შავგულიძემ სერიოზული კონკურენცია გაუწია ლადო კახაძეს.

„ევროპული საქართველო თავისუფალი დემოკრატები“ ამომრჩეველს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ. 

„მნიშვნელოვანი იქნება იმ ამომრჩევლის მხარდაჭერა მეორე ტურში შალვა შავგულიძისთვის, ვინც ამ შემთხვევაში სხვა კანდიდატებს დაუჭირა მხარი, მაგრამ არა ლადო კახაძეს, არა "ქართულ ოცნებას," მათი პოზიცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ აქტიურად ვაპირებთ მათთან საუბარს. ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ ყოველ მომდევნო არჩევნებზე, რომელსაც "ქართულ ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი ატარებს, არა უშუალოდ არჩევნების დღეს, არამედ მთელი წინასაარჩევნო პერიოდი, როგორ იქცევიან ისინი, რა ძალადობრივ გარემოში ტარდება არჩევნები, ეს აჩვენებს მათ ნამდვილ სახეს, რომ ისინი არჩევნებიდან არჩევნებამდე არაფერს არ აკეთებენ, გარდა საკუთარი კეთილდღეობისა,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

”თავისუფალი დემოკრატების” წევრი, ალექსანდრე ბარამიძე მეორე ტურში, შალვა შავგულიძის გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„ქართული ოცნება" რომ მიმართავს ყველა უკანონო მეთოდს, მათ შორის ამომრჩევლის მოსყიდვას, დაშინებას, უბნის ბიჭების მოზიდვას და ა.შ. არჩევნებზე, ეს არ არის ახალი, ეს არის ძველი, ეს არის მოძველებული მეთოდი, რომელსაც ვერაფერი ვერ შველის ხოლმე, როდესაც ოპოზიციური ამომრჩეველი არის მობილიზებული, როდესაც ამომრჩეველი, რომელსაც რეალური ცვლილებები სურს, არის მობილიზებული. ჩვენ სწორედ ამომრჩევლის ამ ნაწილის მობილიზებას შევეცდებით და დარწმუნებული ვართ, რომ მეორე ტურში, საბოლოო ჯამში, გავიმარჯვებთ,“ - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

 

 

 

 

 

 

დღის ამბები