19 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
პარტიაში ყოველთვის არსებობდა განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რღვევას აქვს ადგილი, ეს ძალიან სასაცილოა - ნაყოფია

არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და ახალ გეგმაზე მუშაობას იწყებს. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ძალადობით და მოსყიდვებით გააყალბა არჩევნები.

მათივე თქმით, გაყალბება ხელისუფლებამ 19 მაისამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი, კობა ნაყოფია ამბობს, რომ პროტესტის დიდი ტალღა დაიწყება, სანდრა რულოვსი კი ყველა სოფლის და რეგიონის ამომრჩეველს პირადად შეხვდება.

„ჩვენ ამ მოძრაობას ვიწყებთ, ვიწყებთ, რა თქმა უნდა, ზუგდიდიდან. ქალბატონი სანდრა შეხვდება ყველას, ის შევა ყველა სოფელში, ის მოივლის და დაიწყებს ამას ზუგდიდიდან და ის მოივლის სრულიად საქართველოს," - განაცხადა ნაყოფიამ.

კობა ნაყოფია ასევე ეხმაურება ინფორმაციას, რომ თითქოს მათი გუნდი რღვევის პირასაა. ნაყოფიას თქმით, განსხვავებული აზრი ყოველთვის არსებობს პარტიაში, თუმცა, ხელისუფლების ცვლილება რომ აუცილებელია, ამაზე ყველა თანხმდება.

„პარტიაში ყოველთვის არსებობდა განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რღვევას აქვს ადგილი, ეს ძალიან სასაცილოა. რაც შეეხება "ქართული ოცნების" ხელისუფლების დემონტაჟს და მათ მშვიდობიან გაცილებას და ხალხის ხელში ხელისუფლების დაბრუნებას, ამ საკითხში ყველა არის ერთიანი,“ - განაცხადა კობა ნაყოფიამ.

დღის ამბები