19 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
„ნამდვილად არსებობს იმის პოტენციალი, რომ უფრო მაღალი იყოს ეკონომიკური ზრდა"-საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი

„ნამდვილად არსებობს იმის პოტენციალი, რომ უფრო მაღალი იყოს ეკონომიკური ზრდა“-ამის შესახებ განცხადება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა გააკეთა. კრისტინ ლაგარდის განცხადებით, ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს გარე და შიდა ფაქტორები რაც ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს.

„ნამდვილად არსებობს იმის პოტენციალი, რომ უფრო მაღალი იყო ეკონომიკური ზრდა და განვითარებადი ევროპული ქვეყნების ცხოვრების სტანდარტი იყოს დამკვიდრებული საქართველოშიც. როგორც სხვა ბევრ ქვეყანაში, ისე საქართველოში მთავარი გამოწვევა და ბარიერი არის ორი, ადგილობრივი - რა პრობლემები, რა ბარიერები და რა კულტურული ასპექტები არის მოსაგვარებელი და მეორე - გარეშე ფაქტორები - საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის გარედან შემოსული გამოწვევები არის ნამდვილად გასათვალისწინებელი. ამის გარდა ნებისმიერი სხვა დაძაბულობა ვაჭრობის სფეროში და რეაგირების ასპექტების და ბერკეტების ქონა არის მნიშვნელოვანი. ეს არის მთავარი მიზეზი. თუ ინვესტორი თავს იკავებს ინვესტიციებზე ეს იმიტომ, რომ მათ არ იციან რა მომავალია ამ კონკრეტულ რეგიონში,“-განაცხადა კრისტინ ლაგარდმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს შეხვდა. განცხადებები მან სწორედ პრემიერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები