„მრავლის მთქმელი იყო ეს არჩევნები და მე პირადად, კიდევ ერთხელ გამიმყარდა განცდა, რომ საჭიროა ალტერნატიული ძალის ჩამოყალიბება,“ - ასე ეხმაურება პარლამენტის წევრი, ეკა ბესელია საქართველოში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს.
ეკა ბესელია არჩევნების დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას და მაგალითად ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენის ფაქტები მოჰყავს.
"ქართული ოცნების" ყოფილი წევრის თქმით, არჩევნების დროს დაფიქსირებულ დარღვევებს დროული რეაგირება უნდა მოჰყვეს.
„აქ არ შეიძლება რომელიმე დარღვევაზე თვალის დახუჭვა, იმიტომ, რომ ცალკეული ფაქტები, რომელზეც ამბობენ, რომ იყო დარღვევა, ეს იქნება ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენა თუ პროცედურების დარღვევა, აქ საჭირო არის ძალიან ობიექტური და სწორი რეაგირება. დანარჩენი, ახლა დეტალებში ვერ შევალ, მე მგონი, რომ მრავლის მთქმელი იყო ეს არჩევნები და მე პირადად, კიდევ ერთხელ გამიმყარდა განცდა, რომ საჭიროა, ალტერნატიული ძალის ჩამოყალიბება,“ - განაცხადა ბესელიამ.
ავტორი: რუსუდან ჯაბანიშვილი