19 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, მოქალაქეების ნების კონტროლი - არჩევნებს არასამთავრობო ორგანიზაციები უმწვავეს შეფასებას აძლევენ

ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, მოქალაქეების ნების კონტროლი - 19 მაისის შუალედურ არჩევნებს არასამთავრობო ორგანიზაციები უმწვავეს შეფასებას აძლევენ.

”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ ზუგდიდში მათი ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი დააფიქსირეს.

მისი თქმით, 19 მაისს ჩატარებული არჩევნების მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ 2020 წელს, თუკი ასეთივე ვითარება იქნება, თანასწორი და სამართლიანი არჩევნების განცდა არ შეიქმნება.

Image result for მიხეილ ბენიძე„ზუგდიდის ერთ-ერთ უბანზე ჩვენმა დამკვირვებლებმა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი დააფიქსირეს, იყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები. რასაც თავის გავლენა ჰქონდა, მათ შორის რიგ შემთხვევაში უბნებზე არეულობა იყო, რამდენიმე შემთხვევაში საარჩევნო პროცესი შეფერხდა და ეს ცხადია არ არის მისასალმებელი და არ არის პოზიტიური,რადგან მით უმეტეს როდესაც ჩვენ ვიყურებით 2020 წლისთვის ასეთი არჩევნებით , თუ მთელი საქართველოს მასშტაბით ასეთი დაძაბულობის კერები იქნა, ცხადია ჩვენ ვერ შევქმნით თანასწორი და სამართლიანი არჩევნების განცდას,“-განაცხადა ბენიძემ.

საია-ს ხელმძღვანელი სულხან სალაძე ამბობს, რომ ყველაზე მძიმედ არჩევნებმა ზუგდიდის ოლქში ჩაიარა, სადაც ადგილი ჰქონდა  ფიზიკურ შეხლა-შემოხლას და დაპირისპირებებს.

სალაძის თქმით, შს სამინისტროს ასევე არ გაუცია არგუმენტირებული პასუხი, რატომ დააკავეს Presa.ge-ს რედაქტორი.  საია-ს ხელმძღვანელი ამბობს, რომ 19 მაისის არჩევნებზე მრავლად დაფიქსირდა ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა.  

Image result for სულხან სალაძე„ჩვენ ვსაუბრობთ შეფასების დოკუმენტში კოორდინატორთა მხრიდან ამომრჩევლის მობილიზებაზე, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ არ არის კანონის დარღვევა ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს არის ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლის ,“-ამბობს სალაძე.

”განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ჩაჩავას განცხადებით კი, არჩევნების მიმდინარეობისას ამომრჩევლის უფლებების გარდა არ იქნა დაცული დამკვირვებლების უფლებებიც. 

„დამკვირვებლის საქმიანობაში ხელის შეშლა და ჩარევა არის საარჩევნო კოდექსის დარღვევა შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, საარჩევნო ადმინისტრაციამ და ყველა მხარემ უზრუნველყოს ეს უფლება,“-ამბობს ჩაჩავა.

ამავე თემაზე
დღის ამბები