19 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
ივანიშვილი კარგავს მხარდამჭერებს და ის არის დამარცხებადი - სერგი კაპანაძე

„ეს არჩევნები, ისევე როგორც წინა არჩევნები, რომელიც „ქართული ოცნების“ პირობებში ტარდებოდა, მძიმე იყო და უამრავი დარღვევით გამოირჩეოდა,“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პროცესის გაანალიზება, რადგან ხდებოდა დაშინება, მოსყიდვა, ნების კონტროლი, სოციალური დახმარებებით მანიპულირება და ასევე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების გამოყენება. სერგი კაპანაძის განცხადებით, ამ მეთოდებს მმართველი გუნდი მთაწმინდის ოლქშიც იყენებდა.

სერგი კაპანაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მთავარი მოკავშირეა ამომრჩევლის ნიჰილიზმია არჩევნების მიმართ. სწორედ ამიტომ, ოპოზიციის ამოცანა უნდა იყოს, რომ საზოგადოებას აუხსნან, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის დამარცხება არჩევნების გზით შესაძლებელია. 

„მიუხედავად ამ ყველაფრისა, ივანიშვილი მხარდამჭერების რაოდენობა მცირდება. ნებისმიერ შემდეგი არჩევნე3ბი არის მისი კიდევ დასუსტება. ჩემი აზრით, გარდაუვალია, რომ 2020-ში ის დამარცხდება, მიმაჩნია, რომ მთაწმინდის არჩევნების პირველი ტურის, ისევე როგორც 20108 წლის საპრეზიდენტო არჩვების პირველი ტურის მთავრი გაკვეთილი უნდა იყოს, რომ ივანიშვილი კარგავს მხარდამჭერებს და ის არის დამარცხებადი. ყველაზე მთავარი მოკავშირე ივანიშვილის ამ პროცესში არის საზოგადოებრივი ნიჰილიზმი არჩევნების მიმართ,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები