19 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
"არ ვცანცარებ პოლიტიკაში" - ელისაშვილის მოძრაობას ჯერ არ გადაუწყვეტია, დაუჭერს თუ არა მხარს შავგულიძეს

„ახლა ვაპირებთ, რომ ვინმეს დავუჭიროთ თუ არა მხარი, ეს ვკითხოთ ხალხს" -  ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის“ თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილმა გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ჯერ არ აქვთ გუნდში გადაწყვეტილი, დაუჭერენ თუ არა მხარს არჩევნების მეორე ტურში შალვა შავგულიძეს. ელისაშვილის განცხადებით, მხარდამჭერებს გამოკითხავენ, მისაღებია თუ არა მათთვის, სხვა ოპოზიციური კანდიდატისთვის მხარდაჭერა. 

"ძალიან დიდი პატივისცემით ვარ და უფრო მეტად ვიყავი განმსჭვალული შალვა შავგულიძის მიმართ. ძალიან გული დამწყდა, რომ მან დამოუკიდებლად არ დააყენა, ან ჩვენ გვქონდა ლაპარაკი, რომ 2020 წელს ერთიანი მონახაზი გვქონოდა. ჩემთვის იყო მიუღებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მისი გვერდში დგომა. ამან ძალიან გამანაწყენა. რომელ ძალასაც უპირისპირდებოდა წლების განმავლობაში, მისი კანდიდატი რომ გახდა, ამან ძალიან დამაბნია და გული დამწყვიტა. მე მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ემოციური კაცი ვარ, არ ვცანცარებ პოლიტიკაში,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისი შეფასებით, ერთდერთი ალტერნატიული მზარდი ძალა არის „სამოქალაქო მოძრაობა“, რაც შუალედური არჩევნების შედეგებმა აჩვენა, როცა მათი კანდიდატი, ლევან იოსელიანი მესამე ადგილზე გავიდა.

„თუ ვინმე აძლიერებს „ქართულ ოცნებას“, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, თუ ვინმე ეხმარება ხელისუფლებაში დარჩენაში, სააკაშვილი რომ არა, თავისი გამოსვლებით, სააკაშვილი ეხმარება ივანიშვილს,“ - აღნიშნა ელისაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები