ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას/გაერთიანებას მისცემდით ხმას? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა NDI-ს მკვლევარებმა საქართველოს მოქალაქეებს სთხოვეს.
კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ მოქალაქეების 27%-მა არ იცის ვის მისცეს ხმა, 17% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 16% არ აპირებს რომელიმე პარტიას მისცეს ხმა, 14% კი ამბობს, რომ მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერს.
3% მხარდაჭერას „ევროპულ საქართველოს“ უცხადებს. გამოკითხულთა ასევე 3% უჭერს მხარს „პატრიოტთა ალიანსს“. 12% კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარს ამბობს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა "ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტის " (NDI) და "CRRC-საქართველოს" მიერ კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3% ია.