19 ნოემბერი 2024,   06:22
ვრცლად
გაქრა ივანიშვილისადმი ჭარბი ნდობა, ხელისუფლება გაკოტრებულია - ოპოზიცია NDI-ის კვლევას აფასებს

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ის, რითიც ბიძინა ივანიშვილი ამაყობდა, „საზოგადოების ჭარბი ნდობა“, გამქრალია. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ივანიშვილის დაღმასვლა თვალსაჩინოა. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის თქმით, NDI-ის ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გაკოტრებულია.

რომან გოცირიძე-ის სურათის შედეგი„გაქრა მისი ჭარბი ნდობა. მასზე არაპოპულარული პოლიტიკოსი დღეს საქართველოში არ არსებობს. როდესაც ამ გამოკითხვით ხდება მიხეილ სააკაშვილის რეიტინგის აღმასვლა, პირდაპირ მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის დაღმასვლა. ამას დამატებული პარტიის ყველაზე დაბალი რეიტინგი, ამას დამატებული საზოგადოების უდიდესი ნაწილის აზრი, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. თუ ამას ყველაფერს შევაჯამებთ, ვხედავთ,რომ ფაქტობრივად „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის გაკოტრებული,“-ამბობს გოცირიძე.

ნდობის დაკარგვის თვალსაჩინოებაზე საუბრობს „ევროპული საქართველოც“. გიორგი კანდელაკის განცხადებით, უკვე შედეგებით აისახა, რომ ივანიშვილმა და მისმა გუნდმა საზოგადოების მოლოდინი არ გაამართლა.

გიორგი კანდელაკი-ის სურათის შედეგი„საზოგადოება შეთანხმებულია, რომ ამ ადამიანმა და მისმა გუნდმა არ გაამართლა. აქედან გამომდინარე ეს შედეგი აისახება და აისახა უკვე მთაწმინდის არჩევნებში. რაც შეეხება პიროვნულ რეიტინგებს ასევე სამწუხარო და ოდნავ გაუგებარია დავით ბაქრაძის გამორჩენა.“-ამბობს კანდელაკი.

NDI-ს კვლევის შედეგებს ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ეკა ბესელია. კვლევაში ბესელია იმ პოლიტიკოსებს შორის მოხვდა, რომლის მიმართაც საზოგადოების უარყოფითი განწყობა მაღალია.

პერსონალური განწყობები რის მიხედვით ივლება ამას სიღრმისეული ანალიზი სჭირდება. ბესელია ამბობს, რომ ამ საკითხებზე ცალსახად ვერ ისაუბრებს.

ეკა ბესელია-ის სურათის შედეგი„ეს განწყობები ბევრ რამეზე არის დამოკიდებული, ასე ცალსახად რთულია თქმა, საინტერესო იქნება ამ ინფორმაციებისა და ტენდეციების შედარება წინა პერიოდთან და არჩევნების შედეგებთანაც“-აცხადებს ბესელია.

ამავე თემაზე
დღის ამბები