"ორი დღის უკან იყო არჩევნები, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქართულ ოცნებას მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი უჭერს მხარს,“ - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მამუკა ბახტაძე NDI-ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, გამოკითხულ მოქალაქეთა 56% მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.
პრემიერის თქმით, მთავარია არჩევნების შედეგები, რომლის მიხედვით, მმართველი პარტია ლიდერობს.
„ორი დღის უკან გვქონდა არჩევნები, საერთო ჯამში, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიმართ ნდობამ შეადგინა 60%. მე მგონი, ასეთ მათემატიკურ საკითხებზე არ უნდა ვდაობდეთ. ორი დღის უკან იყო საქართველოში არჩევნები, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქართულ ოცნებას, ამ პოლიტიკურ გუნდს უჭერს მხარს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი. ამავე დროს გვაქვს გააზრებული თითოეული ის პრობლემა, რომელიც დგას ქართული საზოგადოების წინაშე. გააზრებული გვაქვს ის გზები, თუ როგორ უნდა იქნეს დაძლეული ეს პრობლემები. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გამოგვიცხადა ნდობა, ნდობა გამოუცხადა ჩვენს კანდიდატებს, რომ ამ პრობლემებს ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით აუცილებლად მოვაგვარებთ,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.