19 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
პარლამენტს რომ საზოგადოება არ ენდობა, არ უნდა იყოს უცხო - ირაკლი ყიფიანი

NDI-ის კვლევებს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი არჩევანის ეთერში ეხმაურება.

ყიფიანი კვლევიდან გამოყოფს საზოგადოების პარლამენტისადმი დამოკიდებულებას და ამბობს, რომ მაჩვენებელმა ანტირეკორდს მიაღწია

NDI-ის კვლევის თანახმად კი, მოსახლეობის 40% მიიჩნევს, რომ მათი რჩეული დეპუტატები ცუდად მუშაობენ.

ყიფიანის თქმით, მსგავსი შედეგი გასაკვირი არ არის, რადგან პარლამენტარების ნაწილს საზოგადოება არ იცნობს.

„ჩვენ გვყავს პარლამენტში ადამიანები, რომლებსაც ხელის დაჭერა ეშლებათ ღილაკზე, თუ არის ისეთ წინადადება შესული, რომელსაც არ უნდა, რომ მხარი დაუჭიროს, ან გვყავს ისეთ პარლამენტარები, რომლებსაც საზოგადოება არ იცნობს, რომლებიც უბრალოდ მოხვდნენ სიაში სხვადასხვა მიზეზის გამო. ასეთ პარლამენტს რომ საზოგადოება არ ენდობა, ეს არ უნდა იყოს უცხო... ინსტიტუციების მიმართ საზოგადოებამ დაკარგა ნდობა,“ - განაცხადა ირაკლი ყიფიანი.

ყიფიანი ასევე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ნდობაც შემცირებულია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები