19 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
19 მაისის არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების წარდგენის ვადა დღეს იწურება

19 მაისის არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების წარდგენის ვადა დღეს იწურება. საოლქო საარჩევნო კომისიები მათ განხილვას ხვალიდან დაიწყებენ. ამ ეტაპზე სულ 202 საჩივარი ფიქსირდება. უმეტესობა პროცედურული ხასიათის არის, თუმცა არსებობს უფრო მძიმე კანონდარღვევის - მათ შორის ამომრჩევლის მოსყიდვის თაობაზე საჩივრებიც. მათი განხილვის შემდეგ, გამოცხადდება უკვე არჩევნების ოფიციალური შედეგები და დაინიშნება მეორე ტურის თარიღი. საარჩევნო კანონმდებლობით, მეორე ტური 13 ივნისამდე უნდა შედგეს.

"სამართლიანმა არჩევნებმა დაახლოებით 60-მდე საჩივარი წარადგინა, მაგალითად მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მასიურად არ კეთდებოდა მარკირება. ასევე იყო სხვა ხასიათის დარღვევები, როგორიც არის სიაში არასწორად ხელის მოწერა და ასე შემდეგ, ასევე იყო ოქმებთან დაკავშირებული დარღვევები, ჩვენმა დამკვირვებელმა დააფიქსირა, რომ თანხის გადაცემას ჰქონდა ადგილი," - აცხადებს ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” დირექტორის მოადგილე, ელენე ნიჟარაძე.

დღის ამბები