19 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
გაუფასურებული ლარი - ოპოზიციას პრემიერთან მწვავე კითხვები აქვს

როგორ უნდა გამყარდეს ეროვნული ვალუტა და განვითარდეს ქვეყნის ეკონომიკა - ამ თემებზე საუბარი პრემიერ-მინისტრს 31 მაისს პარლამენტში მოუწევს.

ოპოზიცია მამუკა ბახტაძეს მწვავე კითხვებით ხვდება. ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით ინტერპელაციის მეთოდით პრემიერი საკანონმდებლო ორგანოში "ევროპულმა საქართველომ" დაიბარა.

„ჩვენი ეროვნული ვალუტის დევალვაცია, ფასების ზრდა, უმუშევრობის ზრდა, ეკონომიკური ზრდის ტემპის შეფერხება, ამ ყველაფრის მიზეზი არის ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“-აცხადებს ოთარ კახიძე.

ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლებას ქვეყნის განვითარების ეკონომიკური ხედვა არ გააჩნია და შედეგიც სახეზეა. მმართველ გუნდში კი თვლიან, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით საგანგაშო არაფერი ხდება.

„ფორმალურად მაინც მოუწევს პასუხების გაცემა და ხელისუფლების პოზიციების გაჟღერება ამ საკითხებზე, მათ შორის იმაზე, თუ რატომ ახდენს ეროვნული ვალუტა მუდმივად დევალვაციას,“-ამბობს ოთარ კახიძე.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი ფიქრობენ, რომ არსებული ვითარება არ იძლევა დრამატულ ჩარევებზე ფიქრის აუცილებლობას. 

„ის ცვლილება, რაც არის, რომელიც სასიამოვნო არ არის, ჩემი აზრით, ჯერ ჯკერობით არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ვიფიქროთ რაღაც დრამატულ ჩარევებზე. როცა ლარზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ზოგადი პოლიტიკური წარმომადგენლების, მათ შორის პრემიერის ხედვა ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ამაზე კითხვები იქნება და პრემიერიც ალბათ, თავის შესაბამის პასუხებს გასცემს,“-აცხადებს რომან კაკულია.

დღის ამბები