სენაკის საკრებულოში "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის მიერ ნაცემი ოპოზიციონერი დეპუტატი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ექიმების თქმით, გია სოსელიას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საჭიროა მედიკოსთა მეთვალყურეობა.
შემთხვევა გუშინ, საკრებულოს სხდომაზე მოხდა. ფიზიკური ანგარიშსწორების მიზეზი სენაკის საკრებულოში საარჩევნო პროცესი გახდა. საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. სამართალდამცველებს ამ დრომდე არ გამოუკითხავთ დეპუტატი ზაზა ნაჭყებია.