19 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
„მინდა, აღსაზრდელების მშობლებს ვუთხრა, რომ კვებასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს" - კახა კალაძე

„მინდა, აღსაზრდელების მშობლებს პასუხისმგებლობით და გულწრფელობით ვუთხრა, რომ კვებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს,“ - ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მთავრობის დღევანდელი სხდომა ბაღების კვების საკითზე საუბრით დაიწყო.

კახა კალაძემ შპს „ნილის“ მუშაობაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ კომპანია ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებდა, თუმცა მხოლოდ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჰქონდათ ხარვეზები, რის გამოც ხელშეკრულება გაუწყვიტეს.  

ამ დროისთვის ბაღების კვებით უზრუნველყოფა დირექტორებს ევალებათ, პარალელურად მერიაში კონტრაქტორ კომპანიასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.

„ეს კომპანია ჯეროვნად ასრულებდა თავის უფლებამოსილებას, რაც ჰქონდა დავალებული. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მათ მოწოდებასთან დაკავშირებით სერიოზული ხარვეზები ჰქონდათ. ჩვენ არაერთი გაფრთხილება მივეცით, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოესწორებინა ის ხარვეზები, რომელიც იყო დაფიქსირებული და ეს ყველაფერი კატეგორიულად მიუღებელი იყო ჩვენთვის. კომპანიამ ხარვეზების გამოსწორება ვერ შეძლო და გავუწყვიტეთ ხელშეკრულება. მინდა აღსაზრდელების მშობლებს პასუხისმგებლობით და გულწრფელობით ვუთხრა, რომ კვებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. კვებით მომარაგებას თვითონ ბაღები უზრუნველყოფენ, იქამდე, ვიდრე ხელშეკრულება გაფორმდება. ჩვენ რამდენიმე კომპანიასთან დაჩქარებული წესით გვაქვს მოლაპარაკებები და ვფიქრობ, ხელშეკრულების გაფორმებას რამდენიმე დღეში შევძლებთ,“- აღნიშნა კახა კალაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები