სამგორის რაიონის გამგებელმა თანამდებობა დატოვა. კახაბერ გულედანი გადადგომის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს.
გულედანი ამბობს, რომ თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა. მისი თქმით, აპირებს ბიზნესსაქმიანობა დაიწყოს.
გულედანი გამორიცხავს მერთან კონფლიქტს. დაპირისპირებას სამგორის გამგებელთან უარყოფს დედაქალაქის მერიც.
„მან მიიღო გადაწყვეტილება გადავიდეს კერძო სექტორში, ბიზნესში და მე ამისგან ვერავის ვერ შევზღუდავ.
ჩვენ ძალიან გული გვწყდება,რომ ასეთი კადრი, ასეთი გამოცდილი ადამიანი ტოვებს ჩვენს რიგებს, თუმცა მინდა მას ბიზნესში წარმატება ვუსურვო,“-ამბობს კახა კალაძე.
გულედანი სამსახურს ოფიციალურად თვის ბოლოს დატოვებს.