19 ნოემბერი 2024,   05:20
ვრცლად
ლადო კახაძის სახით ირაკლი კობახიძეს კიდევ ერთი მარიონეტის დამატება სურს პარლამენტში - გიგა ბოკერია

ლადო კახაძის სახით ირაკლი კობახიძეს კიდევ ერთი მარიონეტის დამატება სურს პარლამენტში - ეს განცხადება, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების პასუხად გააკეთა.

ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ შალვა შავგულიძის მსგავსი დეპუტატები პარლამენტში ძალიან ბევრია, ლადო კახაძისნაირი კი საკანონმდებლო ორგანოს არ ჰყავს.

„ამ კაცს არც პოლიტიკური შეხედულებები აქვს, არც უნარები. თუ მარიონეტი რამეს ჰქვია, ეს არის ბატონი კახაძე. ბუნებრივია, ბატონი კობახიძე მას ისურვებს პარლამენტში, მაგრამ ყველას გვესმის, რომ კიდევ ერთი მარიონეტი ოცნების რიგებში არაფერს არ შველის. ხოლო ბატონი შავგულიძის გამარჯვება გარდა იმისა, რომ ჩვენ გვეყოლება დეპუტატი, რომელიც არის კომპეტენტური და პრინციპული და ეს პრინციპულობა დაამტკიცა ყოველთვის, როცა ჩვენი ხელისუფლების ოპონენტი იყო, როცა ადვოკატი იყო, როცა იყო უბრალოდ ჯარისკაცი ამ ქვეყნისთვის გაჭირვების დრო, იგივე ივანიშვილის გუნდში ჰყოფნის დროს, როცა დაინახა, რომ ქვეყანა მიდის პრინციპულად არასწორი გზით“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა პარლამენტის წევრი, ისნის მაჟორიტარი დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემა.

„ეტყობა ქეიფი უყვარს კობახიძეს და სადღეგრძელოები მოენატრა, მაგრამ ქართულ ოცნებას საქეიფოდ ნამდვილად არ აქვს საქმე. ის, რასაც მე მის განცხადებებში ვკითხულობ, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა მეოთხე ვადითაც დარჩეს ხელისუფლებაშიო, ნამდვილად ვრწმუნდები, რომ კობახიძეს უნდა ბრეჟნევობა და კომკავშირული კავშირი ნამდვილად აქვს ძველ კომკავშირთან. მამამისიც სხვათა შორის, კომკავშირელი იყო“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

 

 

 

დღის ამბები