19 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
ერთობა ხელქვეითებზე ექსპერიმენტებით... ადამიანები შეირჩევიან ერთჯერადი გამოყენებისთვის - ოპოზიცია ივანიშვილზე საუბრობს

მოსახლეობისთვის უცნობი მინისტრები და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები - ოპოზიცია NDI-ის კვლევის შედეგებს ეხმაურება, რომლის მიხედვით, მინისტრების და დეპუტატების ნაწილის საქმიანობას მოქალაქეების უმეტესობა არ იცნობს.

ხელისუფლების ოპონენტები ქვეყანაში არსებულ არაფორმალურ მმართველობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ოპოზიციის თქმით, ბიძინა ივანიშვილს არ სურს, რომ მასზე გავლენიანი ფიგურა იყოს მთავრობაში ან მმართველ გუნდში, შესაბამისად, იმ ადამიანებს ნიშნავს თანამდებობებზე, ვინც მას აწყობს.

დაკავშირებული სურათი„62 მინისტრი გამოიცვალა საქართველოში და აქედან თუ ჩავთლით, რომ დღეს მოქმედი არის 12, ეს ნიშნავს, რომ 50 მინისტრი გაქრა. ჩვენს ტელემაყურებელს რომ ვუთხრათ, ამ 50-დან ჩამოთვალეო, ალბათ, 2-3-ს ჩამოთვლის და ისიც ნეგატიური დატვირთვით. ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკური ჯანსაღი პროცესი არ მიმდინარეობს და ადამიანები შეირჩევიან ერთჯერადი გამოყენებისთვის. ბიძინა ივანიშვილს არ შეუძლია, ჯანსაღი პოლიტიკური გუნდის ფორმირება. მას სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ერთგული შემსრულებლები და ადამიანები, რომლებიც თვალის დაუხამხამებლად შეასრულებენ მის დავალებას და იქნებიან, ფაქტობრივად, თუთიყუშის როლში,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს ჯანსაღი პოლიტიკური გუნდის ფორმირება არ შეუძლია.

გიგა ბოკერია-ის სურათის შედეგი„თავის დროზეც კოალიციაში ვინც კი ოდნავ მაინც წონიანი ჰყავდა ქვეყნის შიგნით ან მით უმეტეს ქვეყნის გარეთ კონტაქტების, ავტომატურად მისი ეჭვიანობის საგანი ხდებოდა. ეს მისი მმართველობის წესია, რომ არავინ არ შეიძლება, იყოს მისგან ოდნავ მაინც დამოუკიდებელი წონის მქონე. ეს ძალიან არაჯანსაღი პროცესია ქვეყნის დემოკრატიისთვის, ანგარიშვალდებულებისთვის და ქვეყნის წინსვლისთვის. იმიტომ, რომ პოლიტიკური ფიგურები უნდა იყვნენ პოლიტიკური ფიგურები და მათ უნდა ჰქონდეთ თავიანთი წონა, რომ გადაწყვეტილების მიღება შეეძლოთ, იმისდა მიუხედავად, რომელიმე პოლიტიკური ძალა მომწონს, ან არ მომწონს. ივანიშვილის პირობებში ყველაფერი არის თავდაყირა. არის დამატებითი ფაქტორი. ეს კაცი ერთობა ხშირად ხელქვეითებზე ექსპერიმენტებით და ეს გარდა იმისა, რომ ცუდი პერსონალური თვისებაა, ძალიან მძიმე შედეგი მოაქვს ქვეყნისთვის,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები