ვაშინგტონში ტრანსკასპიური ფორუმი გაიხსნა. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, უზბეკეთის და ავღანეთის დელეგაციები მონაწილეობდნენ.
ფორუმზე, რომელიც “კასპიური პოლიტიკის ცენტრის” ინიციატივით ყოველწლიურად ტარდება, საუბარი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობაზე წარიმართა.
„ბაქო-თბილი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობა ძალზე დიდია. ესა არის გზა, რომელიც აკავშირებს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებს ევრაზიის რეგიონებთან. კასპიის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობა და ტვირთის მიმოსვლა შესაძლებელი ინება ჩინეთიდან ან ავღანეთიდან. ეს არის მარშრუტი, რომელიც გადის ბაქოზე და ევროპისკენ გრძელდება,“-აცხადებს აზერბაიჯანის ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში ელინ სულეიმანოვი.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე კი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტმა 2021 წლისთვის პირველი გემები უნდა მიიღოს.
შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე გაამახვილა ყურადღება.
„უდიდესი ევრაზიულ ეკონომიკებთან დაკავშირების ფონზე, ინფრასტრუქტურაში ინვესტირება კარგი გადაწყვეტილება იქნება. ამბიციურ პროექტებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველო ყოველთვის ეპატიჟება საერთაშორისო პარტნიორებს. ახალ ინფრასტრუქტურაზე საქართველო 4-დან 5 მილიარდ დოლარამდე თანხას დახარჯავს. ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პროექტია. ქალაქი ანაკლიასა და თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, ასობით ჰექტარი ღია იქნება წარმოებებისა და ლოჯისტიკური კომპანიების განვითარებისთვის. ჩვენ ველოდებით რომ ანაკლიის პორტი 2021 წელს პირველ გემებს მიიღებს,“-აცხადებს ბაქრაძე.