შს მინისტრი და ვიცე-პრემიერი, გიორგი გახარია ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა. მოლაპარაკების დროს რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, ჰიბრიდულ საფრთხეებზე ისაუბრეს.
გიორგი გახარიამ როსარია პუგლისის ახლადშექმნილი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფუნქციები განუმარტა.