19 ნოემბერი 2024,   05:19
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენას სთხოვს

მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენას სთხოვს. შესაბამისი მიმართვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოდესის ყოფილი გუბერნატორის ადვოკატმა უკვე შეიტანა. რუსლან ჩერნოლუცკიმ სოციალურ ქსელში სააკაშვილის წერილიც გამოაქვეყნა, რომელშიც ის მოქალაქეობის ჩამორთმევას უკანონოს უწოდებს. სააკაშვილის განმარტებით, მას უკრაინაში დაბრუნებისა და სასამართლოში საკუთარი უფლებების დაცვის საშუალება უნდა ჰქონდეს.

შეგახსენებთ, რომ პეტრო პოროშენკომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში შეუჩერა.

დღის ამბები