ლარი კვლავ უფასურდება. ეროვნული ვალუტის კურსის დრამატული დაცემის ფონზე მთავრობის მეთაური კომენტარს არ აკეთებს. მამუკა ბახტაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას არ უპასუხა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეროვნული ვალუტის რყევის შესახებ არსებული შეკითხვა უპასუხოდ დატოვა.
ლარი ისტორიულ მინიმუმთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა. კომერციულ ბანკებში ერთი დოლარი უკვე 2.81 ლარზე მეტია. ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის შეძენა 2.78 ლარად არის შესაძლებელი.
ეროვნული ვალუტის ისტორიული მინიმუმი 2016 წელს დაფიქსირდა, როდესაც ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება, ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 2.78 ლარი ღირდა.