19 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
ეროვნული ვალუტის დრამატული ვარდნა - პრემიერი ლარის გაუფასურებას გარე ფაქტორებს უკავშირებს

ეროვნული ვალუტის დრამატულ ვარდნას და გაუფასურებას გარე ფაქტორებს და კონკრეტულად, თურქეთში არსებულ ვითარებას უკავშირებს ქვეყნის პრემიერი.

მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ სტაბილურობა მალე დაბრუნდება, არგუმენტად კი პრემიერს ეროვნული ბანკის რეზერვები მოჰყავს.

პრემიერი კონკრეტულ გეგმაზე არ საუბრობს და გამოსავალს გრძელვადიან გეგმაში ხედავს.

„ბიზნესის არგუმენტაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ახლა ყველას გვესმის, რომ ბიზნეს გეგმა არ კეთდება სამ დღეზე. ვიღაცის არგუმენტი არის ის, რომ სამი და ოთხი დღით ხელმძღვანელობს თავისი ერთწლიანი ბიუჯეტის შედგენისას, რამდენიმეწლიანი სტრატეგიის დაგეგმვისას, მე მგონი, ეს, ალბათ, არასწორად გავიგეთ. თითოეულ ქვეყანას, თითოეულ მეზობელს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და მათ ეკონომიკაში არსებული სიტუაცია ახდენს გავლენას ჩვენს შიდა ეკონომიკაზე. მოკლე ვადაში შეიძლება ჰქონდეს ადგილი არასწორ სპეკულაციას ან არაჯანსაღ პროცესს და ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ეროვნული ბანკის ვალდებულება არის და ის იმოქმედებს იმ რეჟიმში, როგორც უნდა იმოქმედოს ეროვნულმა ბანკმა,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ეროვნული ვალუტის დრამატული გაუფასურება გრძელდება. კომერციულ ბანკებში ერთი დოლარი უკვე 2.81 ლარზე მეტია. ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის შეძენა 2.78 ლარად არის შესაძლებელი.

დღის ამბები