19 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
"რას მეტყოდა მე პუტინი, ეს არის საინტერესო. მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი"-სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ ესტონეთის ტელევიზიასთან

სალომე ზურაბიშვილის მორიგი სკანდალური ინტერვიუ - საქართველოს პრეზიდენტმა განცხადებები ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტთან საუბრისას გააკეთა.  კითხვაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას ეხებოდა, ზურაბიშვილმა ჟურნალისტს უპასუხა, რომ ის საქართველოში პოლიტიკურ სუბიექტს აღარ წარმოადგენდა.  

"რატომ უნდა დავაბრუნოთ? თუ შეიძლება, დაიტოვეთ ის აქ სადმე, ვისაც უნდა. ის აღარ წარმოადგენს საქართველოს პოლიტიკის სუბიექტს,”-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მთავარი კი რასაც პოლიტიკოსების პროტესტი მოჰყვა, პუტინთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხებია. სალომე ზურაბიშვილს ესტონელმა ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რას ეტყოდა ის ვლადიმერ პუტინს, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის პირველ ნაბიჯს პუტინისგან ელის.

"რას მეტყოდა მე ბატონი პუტინი, ეს არის საინტერესო. მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

დღის ამბები