19 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
საქართველოს მხარდამჭერი აქტი - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის გადაწყვეტილებას თბილისში ეხმაურებიან

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოს მხარდამჭერს აქტს თბილისში ეხმაურებიან.  

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი მიიღო. დოკუმენტში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების გარდა, საუბარია სანქციებზე, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთს უნდა დაუწესოს. 

მმართველი პარტიის წევრები, რეზოლუციას მთავრობის და პარლამენტის მუშაობის შედეგს უწოდებენ. 

„კონგრესში შემუშავებული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ს მხარდაჭერას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების მიმართ სანქციების დაწესებას. ხაზს უსვამს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობასა და საქართველოს თავდაცვის უნარიანობის განმტკიცებას,“- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე.  

დღის ამბები