19 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
„მოვუწოდებთ გაფიცულებს, რომ ჩაერთონ აქტიურად მოლაპარაკებში" - ნათია თურნავა გაფიცულმა მაღაროელების მიმართავს 

ჭიათურ-მანგანუმის გაფიცული თანამშრომლები - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მაღაროელებს მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

ნათია თურნავა დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის დიალოგის რეჟიმის აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ჭიათურ-მანგანუმის მთავარი საწარმო რაც შეიძლება დროულად უნდა დაუბრუნდეს მუშაობის ჩვეულ პროცესს. 

„მოვუწოდებთ გაფიცულებს, რომ ჩაერთონ აქტიურად მოლაპარაკების პროცესში, იმიტომ რომ მხოლოდ დიალოგით გადაწყდება ესეთი საკითხები. აქვს გაკეთებული კომპანიას საკმაოდ სოლიდური შემოთავაზება და მიმდინარეობს მოლაპარაკება. ჩვენ, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ორივე მხარის მონდომებით, მოკლე ვადებში, მიღწეული იქნება თანხმობა, მიღწეული იქნება კონსენსუსი, იმიტომ რომ ეს ჩვენი მნიშვნელოვანი ინდუსტრიული გიგანტი, როგორიც არის ჭიათურ-მანგანუმი, რომელიც 3 ათას ადამიანზე მეტს ასაქმებს, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს მუშაობის ნორმალურ პირობებს“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ჭიათურაში უკიდურესი პროტესტი გრძელდება. გაფიცულმა მაღაროელებმა ყველა ის წერტილი გადაკეტეს, საიდანაც მადანის გატანა ხდება. ჭიათურ-მანგანუმის მთავარი საწარმოს გარდა, პარალიზებულია 17-ვე ის მცირე საწარმო, სადაც ნედლეულს მოიპოვებენ.

გაფიცული მაღაროელების მოთხოვნები უცვლელია. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ხელფასის 50%-ით მატებაა, თუმცა მუშები ამბობენ, რომ პირველ ეტაპზე გარკვეულ დათმობაზე მიდიან და 30%-ით გაზრდაზეც თანახმანი არიან, თუმცა მაღაროელები აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე 20%-იც უნდა დაემატოთ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები