19 ნოემბერი 2024,   05:22
ვრცლად
გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადო მოსამართლედ გაამწესეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა მხარი დაუჭირა.

იუსტიციის საბჭოს მდივანს განავხადი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადასვლაზეც ჰქონდა შეტანილი, თუმცა კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე კანდიდატურა მოხსნა. იუსტიციის საბჭომ ის საქალაქო სასამართლოში უვადო მოსამართლედ გაამწესა. საკუთარი კანდიდატურა იუსტიციის საბჭოს კიდევ სამმა წევრმა მოხსნა. მათ გადაწყვეტილების შესახებ კენჭისყრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გააჟღერეს.  

კონკურსი, რომელიც ნახევარ წელზე მეტია, გრძელდება, დღეს სრულდება. საბჭო მოსამართლეებს რაიონული და სააპელაციო სასამართლოების ვაკანტურ ადგილზე დანიშნავს. 43 ვაკანტურ ადგილზე 72 კანდიდატი იბრძვის.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები