19 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
არაკომპეტენტური ანა დოლიძე - სერგო მეთოფიშვილი იუსტიციის საბჭოს წევრს აკრიტიკებს

არაკომპეტენტური ანა დოლიძე - ასე მოიხსენია მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი. მან ანა დოლიძე იმის გამო გააკრიტიკა, რომ ის იუსტიციის საბჭოს იმ სხდომას არ ესწრება, რომელზეც საერთო სასამართლოების მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს უყრიან.

საბჭოს სხდომას ასევე არ ესწრება არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი. ის სხდომაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა. უცნობია, რა მიზეზით არ ესწრება სხდომას ანა დოლიძე. სწორედ ამის გამო, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების მხრიდან ის კრიტიკის ობიექტი გახდა.

„ის საკითხი, რომლის გამო გადავდეთ და შესვენება გამოვაცხადეთ, იყო ამ არაკომპეტენტური ანა დოლიძის მიერ დაყენებული. ეს საკითხი დასვა თვითონ და პასუხი არ აინტერესებს. გესმით რა ხდება? მინდა, ყურადღება გავამახვილო, რომ მთავარია, კითხვა დასვა და წავიდა, ამდენად აინტერესებს ეს საკითხი," - განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები