იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებს. სწორედ ეს დაასახელა გიორგი მიქაუტაძემ იმის მიზეზად, რომ მან სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეობაზე წარდგენილი კანდიდატურა მოხსნა.
იუსტიციის საბჭოს მდივანს განავხადი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადასვლაზეც ჰქონდა შეტანილი, თუმცა კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე კანდიდატურა მოხსნა.
გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის საბჭომ ცოტა ხნის წინ საქალაქო სასამართლოში უვადო მოსამართლედ დანიშნა.