19 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
ჭიათურაში მაღაროელების აქციას ტყიბულელი მეშახტეები შეუერთდნენ

"სოლიდარობა ჭიათურას!" - გაფიცულ მაღაროელებს ტყიბულელი მეშახტეები შეუერთდნენ. ჭიათურაში საპროტესტო აქცია მასშტაბურ ხასიათს იღებს. ისინი მაღაროელებს სოლიდარობას უცხადებენ და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას იმედოვნებენ.

„ჩვენ, ტყიბულელი მეშახტეები, შემოვუერთდით ჭიათურელ მაღაროელებს იმისთვის, რომ მათ მიაღწიონ თავის მიზანს. ადამიანები, რომლებიც ითხოვენ ხელფასის სულ მცირე მატებას, ეს არის სამართლიანი. მიღებული არის არა მარტო მეშახტეებისთვის ტყიბულში, არამედ სრულიად ტყიბულელებისთვის. ამიტომ, თანადგომა ჩვენი მეშახტეების ჭიათურელ მაღაროელებს. ეს თანადგომა უნდა იყოს არა მარტო მეშახტეების მხრიდან, არამედ იმ მძიმე სამრეწველო ქარხნებიდან, როგორიც არის რუსთავი, როგორიც არის ზესტაფონი,“ - ამბობს ტყიბულელი მეშახტე.

საპროტესტო აქციას ასევე შეუერთდნენ ზესტაფონიდან სამოქალაქო აქტივისტებიც.

"ის მოტხოვნები, რაც თითოეულ აქ მდგომ ადამიანს გააჩნია, ჩვენ მიგვაჩნია, ზესტაფონში ყველას მიგვაჩნია, რომ არის სამართლიანი და ამიტომ შემოვუერთდით ამ აქციას. რაც შეეხება ზესტაფონელებს, თუკი საჭირო გახდება, აუცილებლად გავიზრდებით ჩვენც, აუცილებლად შემოვუერთდებით ამ აქციას და უფრო მეტი გავხდებით," - განაცხადა ზესტაფონიდან ჩამოსულმა აქტივისტმა.

ჭიათურაში გაფიცვა 15 მაისს დაიწყო. აქციის მონაწილეთა ნაწილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართა და უკვე მე-9 დღეა შიმშილობს. მათმა ნაწილმა პირი ამოიკერა.

დღეს მოშიმშილეები და ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლები კარვებიდან დროებით გამოვიდნენ და საპროტესტო მსვლელობა ქალაქის ქუჩებში გამართეს.

ისინი ხელფასების გაზრდის და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები