დედაქალაქის მერი შალვა შავგულიძის მხარდამჭერი ბანერების გაკვრას "უკანონობად" აფასებს.
კახა კალაძის განმარტებით, ქალაქში უკანონობის ადგილი არ არის და ბანერების ჩამოხსნის გადაწყვეტილება მუნიციპალურმა ინსპექციამ და შესაბამისმა სამსახურებმა მიიღეს.
„ბანერების გაკვრის არანაირი უფლება არ ჰქონდათ და შესაბამისად, ჩვენი მხრიდან მოჰყვა რეაგირება, მუნიციპალურმა ინსპექციამ და შესაბამისმა სამსახურებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ქალაქში უკანონობა არ უნდა მოხდეს,“ - განაცხადა კახი კალაძემ.
შავგულიძის ბანერების ჩამოხსნასთან დაკავშირებით განცხადება ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე ბარამიძემ, გააკეთა.
მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა შავგულიძის მხარდამჭერი ბანერი შტაბის წევრებმა გუშინ გვიან ღამით გააკრეს, თუმცა, დღეს დილას ადგილზე მისულებს ჩამოხსნილი დახვდათ.
სანდრო ბარამიძის ინფორმაციით, ბანერი თბილისის მერიის სამსახურებმა ჩამოხსნეს, რაც მისი თქმით, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა, რადგან არჩევნების პირველ ტურში ამავე ქუჩებზე სხვა საარჩევნო სუბიექტების პლაკატები არ ჩამოუხსნიათ.