სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი ბიძინა ივანიშვილს ბოლოს, დაახლოებით, ორი კვირის წინ შეხვდა - ამის შესახებ სოსო გოგაშვილმა შაბათის კურიერთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრა ქართული ოცნების თავმჯდომარის ინიციატივით შედგა.
სოსო გოგაშვილის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარე გასცემს პარტიაში დავალებებს.
„პარტიის თავმჯდომარე ყველას თავის დავალებას აძლევს და ისინი დავალებებს ასრულებენ. მე არ მაქვს ისეთი პირდაპირი დაქვემდებარება, რომ უშუალოდ პირდაპირი დავალება მივიღო. ბოლოს ვნახე, დაახლოებით, ორი კვირის წინ,“ - განაცხადა სოსო გოგაშვილმა.