19 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
"მაჩალიკაშვილს დაუდგა ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა გვერდში, ენმ... შვილმკვდარ მამას იყენებდნენ ისინი" - იოსებ გოგაშვილი

„მაჩალიკაშვილს დაუდგა ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა გვერდში, ნაციონალური მოძრაობა და მე უბრალოდ ვთვლიდი, რომ ამ ადამიანს ისინი, სპეციალურად აძახებდნენ. შვილმკვდარ მამას იყენებდნენ ისინი,“ - ეს განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილემ, იოსებ გოგაშვილმა, კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

იოსებ გოგაშვილი ამბობს, რომ დარწმუნებულია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი მის წინააღმდეგ ოპოზიციური პარტიის წევრებმა და მათთან დაკავშირებული პირები განაწყობდნენ.

„ის ადამიანი ამას რომ იძახდა, იქამდე სანამ შევიტყობდი, რომ ის მკვლელობას გეგმავდა ჩემსას, ის ადამიანი, როცა ჩემს სახელს იძახდა ანუ მე ვთვლიდი, რომ მას ამას ეუბნებოდნენ და ის ამ შეკვეთას ასრულებდა და იძახდა ამ სახელს იმიტომ, რომ იქამდე ნაციონალურ მოძრაობას და მის წევრებს და მასთან ასოცირებულ ადამიანებს ძალიან ბევრი ცილი დაუწამებია ჩემთვის, თვითონ ნაცმოძრაობის წევრებსაც და მათ ახლობლებს და მეგობრებსაც და მე ვთვლიდი, რომ ის ადამიანიც ამას აკეთებდა იქამდე, სანამ მე არ დავრწმუნდი იმაში, რომ მან დაიჯერა ეს და დაგეგმა ჩემი მიკვლა და ჩემი ოჯახის. იმ ადამიანს მართლა დააჯერეს, რომ მე ვიყავი ბრძანების გამცემი,“ - განაცხადა გოგაშვილმა.

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილმა დაიჯერა, რომ სპეცოპერაციაში მისი შვილის მკვლელობის ბრძანება მართლა გოგაშვილმა გასცა.

„ეს აწყობდა ოპოზიციურ პარტიას, რომ დისკრედიტაცია მოეხდინა ქართული ოცნების და მმართველობის იმიტომ, რომ მე ვიყავი ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსანი და შემდეგ აღმოვჩნდი გადავედი პარტიაში. აქედან გამომდინარე, როდესაც ის ამას იძახდა, კიდევ ვიმეორებ, მე დავრწმუნდი, იქამდე მე ეჭვი მეპარებოდა, ვამბობდი, რომ ალბათ ამას იყენებენ და აყვირებენ ამ ადამიანს, მაგრამ როდესაც იმან გადაწყვიტა, რომ ამოვეწყვიტეთ მთელი ოჯახი სასაფლაოზე, მთელი ოჯახი შვილებით და შვილიშვილებით და თან ეს წინასწარაც გააკეთა, აფიშირება გააკეთა და განცხადება, რომ ის ამოწყვეტს ჩემს შვილებს და შვილიშვილებს გაანადგურებს, ამის შემდეგ მე ბოლომდე დავრწმუნდი იმაში, რომ ამ ადამიანს სჯერა, რომ ეს ასე. ამიტომ, მე მინდა, რომ ის ადამიანი დავარწმუნო, რომ ეს ასე არ ყოფილა,“ - განაცხადა გოგაშვილმა.

დღის ამბები